|
2020-10-21 00:06:13, 4791 ნახვა
მერაბ ჭიქაშვილი - ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!
"პატრიოტთა ალიანსის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყანაში ყოველთვის შეგნებულად თუ შეუგნებლად დამძიმებულია და მოსახლეობა ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, ამ ისედაც რთულ ვითარებაში ხელისუფლება კორონავირუსის თემას იარაღად იყენებს, რაც მოსახლეობის ფსიქოლოგიასა და მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. "არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის არის შეგნებულად თუ შეუგნებლად დამძიმებული. ისედაც ფსიქოლოგიური ტერორი აქვს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. მე, მერაბ ჭიქაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი წევრი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი პირდაპირ ვიტყვი, რომ ისედაც ამ დაძაბულ ვითარებაში ხელისუფლება კორონავირუსის თემას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს. რა თქმა უნდა, ეს ვირუსი არსებობს. რა თქმა უნდა, ევროპის სერიოზულ წამყვან ქვეყნებში, აშშ-ში და თუნდაც სხვადახვა კონტინენტზე ამ ვირუსმა, სამწუხაროდ, თავისი სიტყვა თქვა. ვხედავთ, რომ არის გარდაცვალებაც, სამწუხაროდ, გარდაცვალება არის ჩვენს ქვეყანაშიც, მაგრამ კონკრეტულად ხელისუფლება ამ ვითარებას იყენებს და ეს აისახება ჩვენი მოსახლეობის ფსიქოლოგიასა და მდგომარეობაზე", - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)