2020-10-20 14:40:48, 4372 ნახვა
სპეციალური ანონსი
„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს
![]() „m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინებს მიიღებს. მშენებლობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე „m2 ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე გაეცნო. „აქ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობა 13 წლის წინ უნდა დასრულებულიყო. პროექტს ახორციელებდა „ოლიმპიური ვარსკვლავი“, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მშენებლობის დასრულება და ფართების მესაკუთრეთა დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. როგორც კი მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, ერთ-ერთ პრიორიტეტად გაცხადდა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება და ისეთი კომპანიების მოძიება, რომლებიც ამ სამუშაოების განხორციელებას შეძლებდნენ. რამდენიმე თვის წინ, ამ ადგილზე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი m2-თან და დღეს უკვე, ყველანაირი სამშენებლო ნებართვა არის გაცემული იმისთვის, რომ კომპანია შეუდგეს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. სამი წლის განმავლობაში ეს კონკრეტული ობიექტი იქნება დასრულებული და ყველა ოჯახი დაკმაყოფილებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მერის მოადგილე ილია ელოშვილს, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხის შემსწავლელი კომისიის წევრებს და დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომლებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაწეული სამუშაოსთვის. მისი თქმით, კომპანია „სვეტის“ და კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხის გარდა, მოგვარების პროცესშია კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც. დედაქალაქის მერმა, ასევე, მადლობა გადაუხადა „m2 ჯგუფის“ ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, დედაქალაქის საკრებულოს წევრები და m2-ის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი. პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს. „m2 ჯგუფი“ მსგავს პროექტს მეორედ ახორციელებს. რამდენიმე თვის წინ აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“, წლების განმავლობაში შეჩერებულ სამ ობიექტზე. პროექტის სრულად ფინანსდება „m2 ჯგუფის“ მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას „m2 ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.
გუტერეში - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია
ლვოვში საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტს გადაასვენებენ, მის ადგილას უკრაინის გმირების კომპლექსი შეიქმნება
აშშ-ს თავდაცვა - უკრაინას 775 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გავუწევთ
დასავლური დაზვერვა: ყირიმის აეროდრომზე აფეთქებების შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის ავიაციის ნახევარი დაკარგა
|
ომი უკრაინაში![]() ლვოვში საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტს გადაასვენებენ, მის ადგილას უკრაინის გმირების კომპლექსი შეიქმნება
![]() აშშ-ს თავდაცვა - უკრაინას 775 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გავუწევთ
![]() დასავლური დაზვერვა: ყირიმის აეროდრომზე აფეთქებების შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის ავიაციის ნახევარი დაკარგა
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|