16:52 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 17:15:17, 557 ნახვა

საზოგადოება
ქვემო სამგორში სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქვემო სამგორში, ბურჯანაძის ქუჩაზე ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.

ბურჯანაძის ქ. N57-58-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 1 600 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდება. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 100-მეტრიანი ბეტონის კედელი ეწყობა. ამ ეტაპზე, კედლის მოწყობა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალ სკვერში საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით მოეწყობა. განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება.

სკვერის გვერდით მინი სტადიონი გაკეთდება. ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი 450 კვ.მ ფართობზე განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის.

პროექტის ღირებულება 215 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ტიფლის კონსტრაქშენი“ ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics