|
2020-10-19 14:39:36, 3840 ნახვა
სხვადასხვა
შემოსავლების სამსახურის მოქმედ ვებ-გვერდთან ერთად ახალი ვებ-გვერდი ტესტირების რეჟიმში იმუშავებს
19 ოქტომბერიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას. ახალი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებსა და ბევრად უფრო მარტივია მისი გამოყენება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მოქმედი ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და 2020 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომლის უმთავრესი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით არსებული მომსახურების კიდევ უფრო სრულყოფა და განვითარება. ვებგვერდის განახლების პროცესი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა. საწყის ეტაპზე, განისაზღვრა ვებგვერდის სტრუქტურა, საიტის ერთიანი სტილი და დიზაინი, ხოლო მეორე ეტაპზე - კონტრაქტორი კომპანიის (შპს „ბოქსვუდი") მიერ ფუნქციონალური სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ტექნიკურმა გუნდმა სრულად გამართა ელექტრონული სერვისები. ამასთან, განხორციელდა სტანდარტული და არასტანდარტული გვერდების შინაარსის მთლიანი რედაქტირება. პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან, პროექტში ჩართული იყო, დაახლოებით, 50 სხვადასხვა კომპეტენციისა და სპეციფიკის მქონე სპეციალისტი, რომელთა მუშაობის შედეგად:
· სრულად შეიცვალა და თანამედროვე მოთხოვნებს მოერგო ვებგვერდის ვიზუალური მხარე; · მინიმალისტური სტილის მთავარი გვერდი ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე; · საკონსულტაციო ინფორმაცია დაიყო ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით. ამასთან, სრულად შეიცვალა საკონსულტაციო ინფორმაციის განლაგების სტრუქტურა; · გაუმჯობესებული საძიებო სიტემის გამოყენებით განახლდა ვებგვერდის შინაარსი; · ინგლისურ ენაზე ითარგმნა 200-მდე საკონსულტაციო სტატია; · შემუშავდა ვებგვერდის მართვის შიდა პროცედურული დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დროულ განახლებას; · ახალი ვებგვერდი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის; · მაღალი დაცულობისა და სანდოობის ვებგვერდი მკაცრად დაიცავს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს.
გარდა ამისა, ვებგვერდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები „უკუკავშირის" მეშვეობით. განახლებულ ვებგვერდზე, ასევე, დაინერგება ახალი საკომუნიკაციო არხი - „RS ჩატი". აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირველ ეტაპზე, ვებგვერდი იმუშავებს სატესტო რეჟიმში და მომავალში მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბანკებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციების, ასევე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ამასთან, პროქტის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა შედგა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი www.rs.ge
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)