18:53 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 12:51:31, 524 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას

დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ყურადღება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე გაამახვილა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაშიც და მხოლოდ „ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ" 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ხელშესახები პროგრესი განათლების, ინფრასტრუქტურის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ევროპა ენდობა საქართველოს და მის ხელისუფლებას.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა იქნება. ამ კუთხით კი, განსაკუთრებულად, ყურადღება განათლების და ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე გამახვილდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც ალექსანდრე მოწერელიას სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს.

„მან ზუსტად იცის სად და როგორ უნდა გადაჭრას საკითხები, რომელიც თქვენს საზოგადოებას აწუხებს, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის იქნება ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი  ოლქიდან და ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ გადავჭრათ საკითხები და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამეგრელოს, თქვენი ქალაქის, თქვენი სოფლების წინსვლა და პროგრესი“, - მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics