|
2020-10-13 16:56:47, 598 ნახვა
საზოგადოება
ყველა ახალდაკავებული ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებამდე PCR ტესტირებას გაივლის
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, ახალდაკავებული პატიმრებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლი ამოქმედდა. კერძოდ, ის ახალდაკავებული პირები, რომლებიც სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან როგორც სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე, ან/და დანარჩენ კონტიგენტთან შერევამდე, PCR ტესტირებას გაივლიან. მოცემული ცვლილება 12 ოქტომბერს ამოქმედდა და PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ 71 ბრალდებულს, რომელთა პასუხები იყო უარყოფითი.
პენიტენციურ სისტემაში დღემდე მოქმედი სამედიცინო პროტოკოლით, საეჭვო სიმპტომების, ან ეპიდანამნეზის მქონე ყველა ახალდაკავებული ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თავსდებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, ან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ასევე საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ხდებოდა მოცემული პირების სწრაფი ტესტით შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში (N8 - გლდანის, N5 - ქალთა და N2 ქუთაისის), სადაც ასევე სპეციალურ საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში თავსდებოდნენ.
12 ოქტომბრიდან კი როგორც სამოქალაქო კლინიკაში, ასევე მიმღები დაწესებულებების საკარანტინო სივრცეში განთავსებული პატიმრები 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაწესებულების დანარჩენ კონტიგენტთან მათი შერევა. მოცემული ცვლილება არის კიდევ ერთი პრევენციული ღონისძიება, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პენიტენციური სისტემის ვირუსისგან დასაცავად შეიმუშავა.
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)