14:39 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 10:03:32, 466 ნახვა

საზოგადოება
აჭარული კერძების მომზადების ვიდეოგაკვეთილები, ფოტორეცეპტები და საიმიჯო ვიდეორგოლი მზადდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ამჟამად, აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით დეპარტამენტი ვიდეოგაკვეთილებს, სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლსა და ფოტორეცეპტებს ცნობილი შეფმზარეულების ჩართულობით ამზადებს. საიმიჯო რგოლების გადაღებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. შეფმზარეულები ქობულეთურ, ლაზურ და მთიანიაჭარის სამზარეულოს ნაკლებადცნობილ კერძებსა და დესერტებს ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ამზადებენ, ასევე ტრადიციული კერძების სერვირების, შეფუთვისა და მომხმარებელთან მიტანის საკითხებს განიხილავენ.

პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს კერძების მომზადების პროცესისა და სერვირების შესახებ ვიდეოგაკვეთილების გადაღება, რაც ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

“პროექტის მთავარი მიზანია მოვახდინოთ აჭარული ტრადიციული კერძების ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, წავახალისოთ მეწარმეები, კვების ობიექტები და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები, რათა მოახდინონ მრავალფეროვანი აჭარული კერძების მენიუებში შეტანა, სწორი სერვისება და შეთავაზება ტურისტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ფოტორეცეპტებად, ვიდეოგაკვეთილებად დამუშავება, რაშიც ჩვენ ცნობილი შეფმზარეულები გვეხმარებიან. ეს ყველა მასალა თავს მოიყრის ერთიან ონლაინპლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება წვდომა,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics