|
2015-01-28 23:40:44, 880 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი ოპონირებს გუნდთან, რომელმაც მოიყვანა და უნდა, რომ ეს დაფაროს
"პრეზიდენტი ოპონირებს გუნდთან, ვინც მოიყვანა და უნდა ეს დაფაროს",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის განმარტებით, ოპონირების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ის ქვეყნის საერთო ინტერესს არ უნდა აზიანდებდეს. "პრეზიდენტი ოპონირებს გუნდთან, ვინც მოიყვანა და უნდა ეს დაფაროს. მას აქვს უფლება ოპონირებდეს გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ კორექტურობაზე შეიძლება კითხვები დავსვათ, ამის უფლება მეც მაქვს. მასაც გააჩნია უფლება, ოპონირებდეს და იყოს ოპოზიციაში, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია უნდა თანხვედრაში მოვიდეს ქვეყნის ინტერესთან. მარგველაშვილი იქნება, ღარიბაშვილი, თუ სხვა პოლიტიკოსი, ვისაც უნდა მას გაუწიოს ოპონირება, ვისთანაც უნდა იქ გადავიდეს ოპოზიციაში, ოღონდ ქვეყანას ნუ ივიწყებენ. მათი ოპონირება არ უნდა აზიანდებდეს ქვეყნის საერთო ინტერესებს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)