|
2020-10-05 23:30:22, 400 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: მოსახლეობასთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მათ საერთო განწყობა
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელთა მოგვარების გზებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს. ,,დღეს ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შევხვდით. ადგილობრივებთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მოსახლეობის საერთო განწყობა. ზუგდიდში პანდემიის პირობებშიც არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ყველა სოფელთან მისასვლელი გზა, მოწესრიგებული იქნება. ჯიხაშკარში წალენჯიხასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა უკვე მოწყობილია, რითაც მოსახლეობის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოვაგვარეთ. ვგეგმავთ საჯარო სკოლის რეაბილიტაციასაც. დღის ბოლოს შეხვედრა ხეცერაში დავასრულეთ. სხვა სოფლების მსგავსად, გზის რეაბილიტაცია აქაც აქტიურად მიმდინარეობს"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრები დღის ბოლოს ხეცერაში დაასრულა, სადაც სხვა სოფლების მსგავსად გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. კანდიდიატთან ერთად შეხვედრებს, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია შეხვდნენ.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)