|
2015-01-28 22:37:26, 741 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ახალ შენიშვნას აძლევს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. როგორც ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამ პროცესში პრინციპულად არ ერევა, რადგან პრეზიდენტის პრეროგატივაა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილს ახალი შენიშვნა მისცა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას" "არ მაქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება დაიკავოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და არც უნდა მქონდეს. პრინციპულად არ ვერევი ამ პროცესებში, თანაც პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ მან უნდა დაასახელოს.ზედმეტად წევს თამასას, ისევ ამას მიეჩვია პრეზიდენტი. ერთ-ერთი, რაც შემიძლია ახალი შენიშვნა მივცე არის ის, რომ დააფუძნა პირველი პირი ქვეყნის. მისი ფეისბუქიდან დაიწყო და როგორც იქნა ამას საზოგადოება და მთელი მედია იმეორებს.ფორმალურად მართლა ასე იწოდება- სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ ეს უნდა შინაარსშიც გადაიტანოს.რეალურად, კონსტიტუციით მას აქვს ის უფლებები, რაც კონსტიტუციამ მიანიჭა და ეს არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ძალიან მაღლა სწევს იმ თემებს, რაც მისი პრეროგატივაა.მოსმენების თემა მახსოვს, მოახერხა და ახალ გაუგებრობაში შევიდა ამ პროცესში.შემიძლია გავაკრიტიკო აქაც",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)