15:03 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 09:45:27, 553 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან აჭარის გარდა 1-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ

აჭარისა, ოზურგეთის და სხვა რეგიონების იმ სკოლების გარდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დღეიდან გააგრძელებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, თუ მოსწავლე თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში სწავლობს, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოს.

„სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge, ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის ფაქტის შემთხვევაში, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

სამინისტროს ცნობითვე, აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა, ასევე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე დისტანციური სწავლების რეჟიმით იქნება შენარჩუნებული.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics