|
2015-09-17 10:41:51, 4711 ნახვა
რეგიონი
ბათუმში გიორგი პაპუაშვილის სახლს პომიდვრები და კვერცხები დაუშინეს
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პაპუაშვილი არა კონსტიტუციას, არამედ საკუთარ მეგობრებს იცავს. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა პაპუაშვილის სახლს პომიდვრები და კვერცხები დაუშინეს. ამასთან, მათ შესასვლელთან წითელი საღებავებით ხელები დახატეს და აღნიშნეს, რომ „წითელი ხელები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სიმბოლოა“. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკამყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)