15:19 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 13:14:16, 653 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის ხელისუფლება და ყველაზე სისხლიანი ღამის არქიტექტორი, გიორგი გახარია, არჩევნებით ჩანაცვლდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და ყველაზე სისხლიანი ღამის არქიტექტორი, გიორგი გახარია, არჩევნებით ჩანაცვლდება.

ბოკუჩავას თქმით, საერთაშორისო მეგობრებმა იციან, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვლება.

„რამდენ ვირტუალურ თუ რეალურ ტრიბუნაზეც არ უნდა გამოვიდეს გიორგი გახარია, დარჩენილ დაახლოებით 4 კვირაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების, ამას არანაირი საერთაშორისო რეზონანსი არ ექნება. რადგან საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება 31 ოქტომბრის არჩევნებით და მოძალადე გახარია, რომელის არის არქიტექტორი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ყველაზე სისხლიანი ღამის, 20 ივნისის მოვლენების, ჩანაცვლდება არჩევნებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics