|
2020-09-23 12:21:11, 505 ნახვა
პოლიტიკა
რესან კონცელიძე ბათუმელ ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, ბათუმელ ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთაველისა და გორგილაძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. „ამომრჩეველთან შეხვედრა, მათთან პირადი გასაუბრება და იმ მტკივნეული საკითხების მიმოხილვა, ჩემთვის ისევე მნიშნელოვანია, როგოც ჩემი ამომრჩევლისათვის. ამიტომ, ჩვენს გუნდთან ერთად, პირადად ვხვდებით ყოველი უბნის, ქუჩის, ჩიხის მოსახლეობას. ბათუმის ეს ერთ-ერთი კოლორიტული უბანი, ქალაქის ცენტრალური გამზირი, თავისთავად, განაპირობებს მოსახლეობის სპეციფიურ ინტერესებსა და მოთხოვნებს და დარწმუნებული ვარ, მათი გათვალისწინება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვის პროცესში“, - აღნიშნა რესან კონცელიძემ. როგორც, დეპუტატი აღნიშნავს, თითოეული მოქალაქის აზრი, შეთავაზება, რჩევა მნიშნელოვანია, როგორც პრობლემების გადაჭრისათვის, აგრეთვე ოპერატიული და ოპტიმალური გზების შერჩევისა და მათი სწორად დაგეგმვისათვის. მსგავსი ურთიერთინფორმატიულობა, როგორც ბათუმის მომავალი წარმომადგენლის, სამოქმედო პროგრამის შემუშავებისას ძირეული საყრდენი იქნება.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)