17:05 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 12:14:18, 586 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - სიტყვა „დაპირებამ“ ფასი აბსოლუტურად დაკარგა

სიტყვა „დაპირებამ“ ფასი აბსოლუტურად დაკარგა, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, დღეიდან „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას დაურიგებს „ვალდებულებათა ბარათს“, რომელიც მოიცავს რეფორმებს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც პარტია იღებს.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაპირება, და ევროპული საქართველო ხელშეკრულებას დებს მოქალაქეებთან, სადაც ყველა ვალდებულებაზეა საუბარი.

„ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის. ასეთი გეგმა გააჩნია „ევროპულ საქართველოს“. ჩვენთვის ეს არ არის დაპირება, რადგან სიტყვა „დაპირებამ“ ფასი აბსოლუტურად დაკარგა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენთაგანი ვაგებთ პასუხს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics