|
2015-09-16 09:36:16, 1137 ნახვა
სამხედრო
ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დღე აღინიშნა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სასწავლებელს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი გასული წლის 15 სექტემბერს მიენიჭა. დღესვე, სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესიც განახლდა. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი დაესწრნენ. კადეტები ლიცეუმის კაპელანმა მამა დავითმა დალოცა. მსმენელებს ლიცეუმის დღე და ახალი სასწავლო წლის დაწყება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მიულოცა: „ლიცეუმი ჩვენი სამხედრო აკადემიის მნიშვნელოვანი წყაროა. სასწავლო პროგრამებით და მოსწრებით სამხედრო სასწავლებელი საქართველოში პირველ ხუთეულში შედის. უნიკალური სკოლაა და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო კადეტების შემოქმედებითი უნარი და ინტელექტი. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ დაბადების დღეს“. წელს ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა. დაარსებიდან დღემდე ლიცეუმი 318-მა მსმენელმა დაამთავრა. სასწავლებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2010 წელს ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)