|
2020-09-17 16:14:14, 1025 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს და სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდაჭერას უცხადებს
ევროპარლამენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს, - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში რეზოლუციის შესაბამის შეთანხმებულ ტექსტში. 17 სექტემბრის სესიაზე დეპუტატებმა მოითხოვეს ევროკავშირისგან, მიიღოს სანქციები ბელარუსისა და რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს უჭერენ მხარს. „ეევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღონ ეფექტური სანქციები ყველა იმ ბელარუსის მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავე არიან არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში. ამასთანავე, შეისწავლონ ყველა ის რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დადანაშაულებულნი არიან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდაჭერაში“, - წერია რეზოლუციის ტექსტში. ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს მინსკს მარია კოლესნიკოვა და სხვა პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და საკოორდინაციო საბჭოს. რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა 574 ხმით 37 წინააღმდეგ მიიღეს, 82 კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უილსონი - ოცნების ანტიამერიკული რეჟიმი კიდევ ერთხელ ხვდება ტერორისტულ სახელმწიფოს - ირანს, ეს უწმინდური ალიანსია
ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გრემის კანონის შესაბამისად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ხსნის
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)