14:39 - 18 Sep, 2020
2020-09-16 18:20:41, 278 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) როლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობების გაძლიერებაში და ელჩს სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და მიმართულებები გააცნო.

საუბარი ასევე შეეხო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს, რაც მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატით გამართულ საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე შეხვედრაზე იქნა განხილული.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატის დასახელება და სიის პრეზენტაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics