|
2020-09-16 15:49:45, 909 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებისა და კონკრეტული მიმართულებებით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩს სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და მიმართულებები გააცნო. მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)