09:38 - 29 Sep, 2020
2020-09-16 15:45:08, 453 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით, მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით, მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება".

დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია არ შესულა აქტიურ ფაზაში, უკვე ვხედავთ სხვადასხვა ფაქტებს ოპონენტებზე ზეწოლისა და დაშინების.

„პირველ რიგში, ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ზეწოლით, ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობით, ყველაფერი ჩვენ ვიხილეთ წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მონაწილეობით და დღეს, როდესაც ნათელია სურათი, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს ოპოზიციასთან და ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ყველა ამ ნაცად ხერხს, ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს. ამის ნიშნები უკვე სახეზეა და რაც უფრო გამწვავდება და პიკს მიაღწევს საარჩევნო კამპანია, მით უფრო მეტ დარღვევას იხილავს ჩვენი საზოგადოება.  მთავარი არის ის, რომ ვერანაირი დარღვევა, მოსყიდვა, ხელისუფლებას ვეღარ უშველის, რადგან მოსახლეობა შესულია იმდენად მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, რომ საზოგადოებაში არის მკაფიო დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე, ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით, მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება", - განაცხადა ბაქრაძემ.




ავტორი: მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატის დასახელება და სიის პრეზენტაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics