|
2015-09-15 15:44:26, 4749 ნახვა
რეგიონი
ფოთში საიალქნო სპორტში ღია ჩემპიონატი გაიმართა
ფოთში სამ დღეს გრძელდებოდა ღია ჩემპიონატი საიალქნო სპორტში, რომელიც საიალქნო კლუბის ორგანიზებით, შავი ზღვის აკვატორიაში გაიმართა. ფოთის მერიის ინფორმაციით, ასპარეზობაში თბილისისა და ფოთის საიალქნო კლუბების 25 იახტსმენი 14 ნავით გამოდიოდა. ,,ლაზერის'', ,,ოპტიმისტისა'' და ,,კატამარანის'' ტიპის ნავებით წარმატებას მიაღწიეს: ირაკლი ლომთათიძემ, კოკა ბუკიამ, გიორგი გოგოლიძემ, სანდრა მატკავამ, ნანა ბუკიამ,თამარ ძიუბენკომ, გიორგი და ცოტნე ქიტუაშვილებმა, ალექსანდრე ჯებირაშვილმა, ნიკა იმნაძემ,სერგო ბერიძემ,გიორგი ცანავამ და ვლადისლავ შინკარენკომ. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ და წარმატებულ იახტსმენებს მედლები და პრიზები გადასცეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად შუბითიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)