08:51 - 29 Sep, 2020
2020-09-16 13:36:46, 411 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ

„ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას გამოეხმაურა, რომელსაც ისტორიაში პირველად, საქართველო მასპინძლობს.

„გვეამაყება, რომ ჩვენი პარტნიორების,  საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი მაღალი ნდობა, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან საქმიანი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ასევე, იმითაც, რომ საქართველომ გლობალური პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია საფრთხეების მართვა და რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ მომენტისთვის საქართველო რჩება მწვანე ზონაში, გლობალური პანდემიის პირობებში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ. პირველ რიგში, ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებას საქართველოში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატის დასახელება და სიის პრეზენტაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics