22:24 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 12:55:34, 4981 ნახვა

Lifestyle
რატომ სჭირდება თბილისს ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული ნამუშევარი

თბილისის ტურისტული პოტენციალი ამოუწურავია. საქართველოს დედაქალაქი რეგიონში უნიკალური და ამავდროულად ტიპიურ ევროპულ გეგმარების პრინციპებს ემყარება. თბილისის შუაგულში უამრავი ისტორიული „ბარგის“ მქონე სახლი, მუზეუმი და ძეგლია, რაც მას ტურისთისთვის ესოდენ მიმზიდველს ხდის. 
2000-იანების შემდგომ პერიოდში თბილისმა სწრაფი არქიტექტურული ტრანსფორმაცია განიცადა, რაც ქალაქის თავდაპირველ (თუ ასეთად გასული საუკუნის დასაწყისს მივიჩნევთ) იერს არ პასუხობდა. უამრავმა მონუმენტურმა უფუნქციო და შეუსაბამო შენობამ როგორც დედაქალაქის ცენტრალურ, აგრეთვე პერიფერიულ უბნებში, ურბანული გაურკვევლობა და მოსახლეობის საცხოვრებელი ობიექტების დისფუნქცია გამოიწვია. 
თბილისის ისედაც მჭირდოდ დასახლებული ცენტრი ხალხის მასების „სამიზნედ“ იქცა, რადგან ყველა საჭირო შენობა: პარლამენტი, სამინისტროები, იუსტიციის სახლი, მთავრობის კანცელარია, თბილისის საკრებულო და ა.შ კომუნისტური წყობის დროს სწორედ აქ განთავსდა. ამ არქიტექტურულ ცენტრალიზაციას უკვე ჩვენს რეალობაში  ტურისტთა სეზონური მზარდი ნაკადები, პარკინგის მოუწესრიგებლობა, საავტომობილო გზების გარდაუვალი გადიდება, საცობები დაემატა და შედეგად მივიღეთ დაბინძურებული ჰაერი და სახეშეცვლილი ისტორია, რომლის ძველი უნიკალური იერსახის ელფერი ზოგან თუ შეგვიძლია ვიხილოთ. ამით შეიძლებოდა სტატიის დამთავრება, რომ არა მისი სათაური, რომელიც ვინმე ზაჰა ჰადიდზე მიგვითითებს. ვინ არის ის?
ზაჰა ჰადიდი ბაღდადში 1950 წელს დაიბადა. ერაყი მაშინ დახურული ქვეყანა იყო, მაგრამ გოგონას ოჯახს მოგზაურობა მამამისის სტატუსის გამო შეეძლო. ზაჰამ ბავშობაში უამრავი ევროპული და აზიური ქვეყანა ნახა, და როგორც ის შემდგომ 2008 წლის ინტერვიუში მოყვება, სწორედ ამ ბავშობაში გამოცდილმა ემოციებმა დაეხმარა მას შექმნას არქიტექტურა, რომელსაც არა გარემოს მოარგებდა, არამედ გარემოს შეუსაბამებდა იდეას. „დიდი არქიტექტურული პროექტები გარემოს ქმნიან და არა პირიქით“,-ამბობდა ჰადიდი. 
ზაჰა ჰადიდი პირველი ქალი არქიტექტორია, რომელმაც პრიტზკერის (Pritzker Architecture Prize) პრემიის მფლობელი გახლავთ. გოგონამ კათოლიკური სკოლა დაამთავრა. სპეციალობით ჯერ ბეირუთში, შემდგომ კი ლონდონში სწავლობდა. 
1980 წელს ჰადიდი საკუთარ არქიტექტურულ ბიუროს Zaha Hadid Architects ხსნის და ამით კარიერის დასაწყისს აფუძვნებს. 
Hadid Architects-ის პირველი მასშტაბური არქიტექტურული ობიექტი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, გერმანული სახანძრო სადგური Vიტრა  გახდა. მას მოჰყვა ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი (MAXXI)  რომში და 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი სპორტული კომპლექსი ლონდონში. პარალელურად ჰადიდი ისეთ დიდ პროექტებზე მუშაობს, როგორებიც ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში, როზენტალის თანამედროვე არქიტექტურის ცენტრი ცინცინატიში და გუანჯოუს სახელგანთქმული ოპერის თეატრი გახლავთ.
ჰადიდის ადრეულ ნამუშევრებში ბევრ სწორ ხაზს და კუთხეს შევამჩვევთ, რაც დეკონსტრუქტივიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ამ პროექტებში ზაჰას მალევიჩის და კანდინსკის შემოქმედების ზეგავლენას ვატყობთ. 
არტისტის გვიანი არქიტექტურა მეტად ელასტიური, დრეკადი და დინამიური გახდა.
ჰადიდის ინტერესები მხოლოდ არქიტექტურით არ შემოიფარგლებოდა-ის ავეჯის დიზაინში, ექსტერიერში და თეატრალური დეკორაციების შექმნაშიც მონაწილეობდა. აგრეთვე ის დიზაინის ლექციებსაც კითხულობდა.
2016 წლის 31 მარტს ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა. ძაჰა Hადიდ Aრცჰიტეცტს დღეს პატრიკ შუმახერი ხელმძღვანელობს. ბიუროს დამფუძვნებლისგან უამრავი ესკიზი და არშესრულებული პროექტი დარჩა, რომელიც თავის საათს ელოდება. ზაჰა ჰადიდი დღეს 70 წლის იქნებოდა.
მაშ ასე-რატომ სჭირდება თბილისს ზაჰა ჰადიდის შენობა? დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი ქალაქი იზრდება, რაც დეცენტრალიზაციის საჭიროებასთან გარდაუვად მიგვიყვანს. ამისთვის ახალი ურბანულ-კულტურული კერების შექმნაა საჭირო, ხოლო ამისთვის ყველაზე სწორი და გამოცდილი გზა ინვესტორების მოზიდვაა. 
ევროპული ქალაქების ურბანულმა დაგეგმარებამ გვიჩვენა, რომ ახალი ცენტრები ყველაზე ადვილად, ფუნქციური ნაგებობების ირგვლივ იწყებენ შენებას. ნებისმიერ ურბანულ ზონას საწყისი წერტილი, არქიტექტურული დომინანტა სჭირდება. თბილისის რამდენიმე უბანში განთავსებული ცნობილი არქიტექტორის ესკიზებზე დაყრდნობით აშენებული შენობები ინვესტორებისთვის ერთგვარ სამიზნედ იქცევა, არქიტექტურულ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნება, იქ უძრავი ქონების ფასი გაიზრდება და ტიპიური მაღალსართულიანი უსახო და ერთნაირი სახლების შენებაც უბრალოდ არამომგებიანი გახდება. 
არქიტექტურული მრავალფეროვნება ქალაქს მეტად მიმზიდველს ხდის, სძენს მას უნიკალურობას და  განუმეორებელ იერსახეს. მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, რომლისგამ ქალაქის სწორად დაგეგმარების მაგალითის აღება შეგვიძლია-ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნება და სწორი მენეჯმენტია საჭირო.

 

 




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics