20:49 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 20:16:48, 2156 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი მზად არიან გაუმკლავდნენ საქმეს

„ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი მზად არიან გაუმკლავდნენ საქმეს“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ შეფასება და კრიტიკა მარტივია, რადგან მაგ დროს არ გაგაჩნია პასუხისმგებლობა.

„მადლობა ყველას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსა ვგრძნობდი მუდამ და ამ ნდობას მე და ჩემი გუნდის ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა გვაიმედებს, რომ თქვენთან ერთად ქვეყანას წავიყვანთ წინ განვითარებისკენ და წარმატებისკენ.

„ქართულ ოცნებას“ ამის ნება და რესურსი აქვს, პარტიის შექმნაც ამას ეფუძვნებოდა, რომ საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდებას აფასებენ და მომავალზე ზრუნავენ და სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით.

ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას ვდებ, რომ  ისევ ამ გზით იმუშავებს, იმუშავებს ქვეყნის წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული თქვენაგი იყოს უკეთესად ვიდრე გუშინ იყო და ქვეყანა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ იყო. ქვეყანა უფრო ახლოს იყოს განვითარებასთან, ევროპასთან და ნატოსთან. კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული ადამიანების უფლებები.

ჩვენ უნდა შევძლოთ გაჭივრებული ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას გვაძლევს პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს აქ არის. თითოეული  მათგანი მზადაა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას.

ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი მზად არიან გაუმკლავდნენ საქმეს. დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგული.

ყველამ ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი და რა რთულია შედეგის მიღწევა, მარტია მხოლოდ შეფასება და კრიტიკა. ამ დროს არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია.

საბედნიეროდ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლების განხორციელებაც არავის სჯეროდა. „ქართული ოცნება“ კვლავ გააგრძელებს გზები, ხიდების, გვირაბების, სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას და ადამიანებზე ზრუნვას“ , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics