10:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 16:21:52, 897 ნახვა

პოლიტიკა
საგანელიძე: გავრცელებული ვიდეოჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული სერიალია

„გავრცელებული ვიდეოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ დადგმული სერიალიაა“,-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საგანელიძის თქმით,  „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ძალიან გამოცდილი და ნიჭიერი სცენარისტია.

„გუშინდელმა ჩანაწერმა გარკვეულწილად დამაფიქრა და ჩემი დასკვნები გამაკეთებინა, მაგრამ დღეს დამატებით გავრცელებულმა კიდევ ერთმა ვიდეოჩანაწერმა მაფიქრებინა, რომ ეს ნაცმოძრაობის სერიალია და როცა ამ სერიალს დგამს ინტიგებში და პიარში გამოცდილი პოლიტიკური ძალა უკვე მაფიქრებინებს, რომ ეს მათი დადგმული ერთი დიდი სცენარის ნაწილია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე ყველაფერს უნდა ველოდოთ, რადგან ამ პარტიაში ბევრი „ძალიან გამოცდილი და ნიჭიერი სცენარისტია“, ასეთი ხერხით „ნაციონალურ მოძრაობა“ ფიქრობს რა სიბინძურე გააკეთოს და რა ძალებით ებრძოლოს ხელისუფლებას. შეიძლება ის ქალბატონი გუშინდელ ვიდეოში არ იყო მსახიობი, მაგრამ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი გაამსახიობონ, გააკეთებინონ  და ათქმევინონ ის რაც, მათ სურთ და შემდეგ კი ეს პოლიტიკური  მიზნებისთვის გამოიყენონ“,-განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ქალბატონი პატრულის თანამშრომელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics