22:18 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 13:07:02, 2106 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის, ასე არ იქნება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის, ეს ასე არ იქნება.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები როგორც NDI-დან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც იქნებიან.

„კარგი იქნებოდა ადგილზე მეტი დამკვირვებელი ყოფილიყო NDI-დან, თუმცა დამკვირვებლები გვეყოლება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შესაბამისად, თუ ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია ან ჯერ კიდევ აქვს, რომ ეს არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის, ეს ასე არ იქნება. NDI-სგან რაც მნიშვნელოვანია ისაა, რომ ის აპირებს წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვებას. ყველა ის თემები, რაც აწუხებს საზოგადოებას და აწუხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს დაშინება, მოსყიდვა, სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევები ან კანონის არასათანადო შესრულება და ცალმხრივად შესრულება, ყველაფრის მონიტორინგს NDI მოახდენს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics