00:16 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 13:56:18, 2322 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში წარმოადგინა, თვალის ასახვევად შემოგდებული ფანდია

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ 8-წლიანი საქმიანობის საფირმო ნიშანი ძალადობა, დაშინება და მოსყიდვა იყო.

როგორც მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში წარმოადგინა, თვალის ასახვევად შემოგდებული ფანდია და ამ საკენკს აღარავინ აკენკავს.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, „ქართული ოცნების“ 8-წლიანი საქმიანობის საფირმო ნიშანი საარჩევნო პერიოდში იყო ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება, კრიმინალების ჩართვა საარჩევნო პროცესში და მათი გამოყენება მეზობლების, ახლობლებისა და მათი გარემოცვის დასაშინებლად. თურმე, თქვენ ახლა შემოგაქვთ არნახული ცვლილებები და ამით გინდათ მოატყუოთ საერთაშორისო პარტნიორები. თურმე, პრობლემა იმაში ყოფილა, რომ დღევანდელ კანპონში რაღაც სანქცია მხოლოდ ორ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. თქვენს მიერ შემოტანილ კანონპროექტში გაამკაცრეთ და გახადეთ სამი წელიწადი. ამის გამო ხდებოდა თურმე საარჩევნო ყუთების გატაცება, საარჩევნო ოლქების დარბევა, ოპოზიციის წარმომადგენლების ცემა ზონდერ ჯგუფების მიერ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics