|
2020-08-24 15:26:10, 2273 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ამ 33-დან ყველა პარტია არ არის, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა, ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღება რომ მიიპყრონ
ამ 33-დან ყველა პარტია არ არის, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა, ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღება რომ მიიპყრონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრასა და მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანებაა, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას ჰპირდება. „გასათვალისწინებელია, რომ ამ 33-დან რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდმეწარმეა. რაოდენობით ბევრი ჩანან, ამით ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. ცალკეული მათგანი კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობს და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება. გუშინ ეს პარტიები ზოგნი კრემლის აგენტებს ეძახის ერთმანეთს და ზოგნი კიდევ დასავლეთის მონებს. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაც სწორად შეაფასებს ამ ვითარებას და სწორ არჩევანს გააკეთებს სტაბილურობის სასარგებლოდ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ მემორანდუმს ხელი მოაწერა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)