|
2020-08-24 14:14:25, 1941 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისანში კანდიდატის წარდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისანში კანდიდატის წარდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და დანარჩენ ექვს ოლქში საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს. „იცით, რომ ამ ეტაპაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს მსჯელობა. ჯერ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის. ჩვენ ვიყავით ინიციატორი იმის, რომ თბილისში მხოლოდ ორ ოლქში ვყოფილიყავით წარმოდგენილები, დანარჩენ 6 ოლქში სხვა ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულიყვნენ ერთ კანდიდატზე. თუმცა, ეს მათ ვერ შეძლეს. ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა ნიკა მელიას მხრიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ისანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა. თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ ოლქში შესაძლოა საკუთარი კანდიდატი წარადგინოს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)