|
2020-08-24 13:14:09, 2055 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნებისთვის“ რამდენიმე სიურპრიზი მაქვს გამზადებული
„ქართული ოცნებისთვის“ რამდენიმე სიურპრიზი მაქვს გამზადებული, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის ოპოზიციურ პარტიებს იმ ტექნოლოგიურ სიურპრიზებს გააცნობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნების დღეს და მანამდე მიიღებს. „ოპოზიციის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები „ქართულ ოცნებას“. ისევე, როგორც ჩვენ ვაიძულეთ მათ და 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ოპოზიციის კონსოლიდირებული პოზიციით, სწორედ ასეთივე თანამშრომლობითი მექანიზმი უნდა ჩამოვაყალიბებინოთ არჩევნების გაყალბების კუთხით. თუ ყველა ჩავერთვებით, შევძლებთ რომ დავიცვათ ხმები. მაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი „ქართული ოცნებისთვის“ გამზადებული, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს აუცილებლად გავუზიარებ. ეს არის ტექნოლოგიური სიურპრიზები, რომლებსაც ისინი აარჩევნების დღეს და არჩევნებამდე მიიღებენ, რათა მათ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მემორანდუმს გააფორმებს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)