02:09 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 23:05:21, 2036 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერები გარდაბანში იმ სტუდენტს შეხვდნენ, რომელმაც „კოვიდ 19"-ით ინფიცირების გამო, ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, გარდაბანში მცხოვრებ სტუდენტ ანა ონიანს შეხვდნენ.

გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი ანა ონიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.

ანა ონიანს გამოცდის ჩაბარების შემდეგ,  „კოვიდ"-ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც მან ინგლისური ენის  გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა. როგორც საგამოცდო ცენტრში, ამ შემთხვევაშიც პროცესს აკვირდებოდა ორი მეთვალყურე, სპეციალური ეკიპირებით, რაზეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა იზრუნეს  .

აბიტურიენტმა, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, გამოცდის დღეს, იმავე დროში და იმავე პრინციპით წერა იგივე ტესტი.

„ქართული ოცნების" ლიდერებმა ანა ონიანს 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics