04:09 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 00:11:18, 1157 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა ის უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა.

რატომ? - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის აღიარება ოპონენტებს არ სურთ, თუმცა მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს. „როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიცი რა იმ ომის და უბედურების შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ ამ ომის შედეგად - დაკარგული ტერიტორიები, ჯარმაც რამხელა დანაკლისი განიცადა - 1 მილიარდი ლარის ღირებულების შეიარაღება უბრალოდ გაქრა და ამბობენ, რომ რუსებმა წაიღეს ეს შეიარაღება.

ეს არის ფაქტები მეგობრებო, ამიტომ, ჩვენ როცა დავდგებით საარჩევნო ყუთის წინაშე, უნდა გვახსოვდეს ყველაფერი. არჩევანი დგას ქაოსს, დესტაბილიზაციას, ომსა და მეორეს მხრივ მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას შორის. რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ გაამყარებს იმ მთავარ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics