|
2020-08-14 23:14:33, 962 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში მდებარე სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ. „ქართული ოცნების" ლიდერები ხილის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და მეურნეობაში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა გლეხმა და ფერმერმა, საკუთარი მოყვანილი პროდუქციის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლოს. სოფელ ჩუმლაყში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. აღსანიშნავია, რომ სამაცივრე მეურნეობაში 450 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილის შენახვაა შესაძლებელი. სამაცივრე მეურნეობაში სეზონზე დასაქმებულია 150-დან 350-მდე ადამიანი.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)