08:55 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 15:57:39, 1207 ნახვა

პოლიტიკა
ოქრუაშვილი ვაკეში „ლელოს“ მაჟორიტარის წარდგენაზე - საჯაროდ ასე რომ იქცევით, კულუარებში რაღას იზამთ?

საჯაროდ ასე რომ იქცევით, კულუარებში რაღას იზამთ? - ასე გამოეხმაურა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „ლელოს“ მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას.

ოქრუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა - პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო“.

„ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ელენე ხოშტარია დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა.

ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა - პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო.

სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ?

ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ ლელოს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ლიდერს“, - წერს ოქრუაშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ლელოს“ აცხადებდა, რომ ვაკეში „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას დაუჭერდა მხარს.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics