19:09 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 18:47:41, 850 ნახვა

პოლიტიკა
მოსახლეობის 82% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის შემდეგ

საქართველოს მოსახლეობის 82% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის შემდეგ. კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) -მ გამოაქვეყნა. 65% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22%) ან „მნიშვნელოვნად“ (43%) მძიმეა, ხოლო 67% თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 79% არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41%) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38%) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. ამასთანავე, მოსახლეობის 58%, მათ შორის 21% „ძალიან“, ხოლო 37% „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics