08:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 14:35:52, 980 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობას გადახედვას აპირებს

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში პროგრესის გარეშე, ევროკავშირსა და ბელარუსთან ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ევროკავშირი ავრცელებს.

ევროკავშირი აკვირდება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ დააკვირდება ქვეყანაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ბელარუსთან ურთიერთობებს გადახედავს.

„ევროკავშირი მჭიდროდ აკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებამდე განვითარებულ მოვლენებს.

ბელარუსში აქციებზე სახელმწიფომ დემონსტრატების წინააღმდეგ მიუღებელი ძალადობრივი ღონისძიებები განახორციელა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ძალიან ბევრი დაშავდა, ათასობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტებიც.

ბელარუსიის მოქალაქეები უკეთესს იმსახურებენ.

2015 წლიდან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემდეგ ურთიერთობა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის გაუმჯობესდა, თუმცა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში პროგრესის გარეშე, ევროკავშირსა და ბელარუსთან ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს.

ჩვენ შევაფასებთ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს არსებული ვითარების მოსაგვარებლად. ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობებს გადახედავს.

ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაიწყოს დიალოგი ფართო საზოგადოებასთან, რათა შემდგომი ძალადობა თავიდან აიცილონ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics