14:50 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 16:38:59, 893 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ლიდერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, „ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ბაღი, რომლის მშენებლობაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება მოპირკეთება, მოეწყობა შიდა ეზო და საბავშვო მოედანი. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

გარდა ამისა, საბავშვო ბაღები შენდება სოფელ თელასა და ბაისუბანშიც. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ.ლ ჭიაურსა და ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა.

„ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საგანმანათლებლო, ისევე, როგორც სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის მშენებლობა პრიორიტეტულია და ამ კუთხით 2012 წლიდან არაერთი პროექტი განხორციელდა. მათი განცხადებით, ამ კუთხით განვითარება და დაგეგმილი პროექტები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს წლებში საბავშვო ბაღები ყველა სოფელში გაიხსნება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
კალაძე - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics