04:57 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-09 17:13:05, 11165 ნახვა

სპორტი
საქართველოს ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ალბანეთის „ტირანას“ დამარცხება მოუწევს

„დინამო“ თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას“ შეხვდება - ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი.

საქართველოს ჩემპიონი განთესილებში იყო - მისი სავარაუდო მეტოქეები კი  ბრესტის „დინამო“, „რიგა“, „ტირანა“ და „სილექსი“ იყვნენ. 

„ტირანა“ 25-ჯერ გახდა ალბანეთის ჩემპიონი. ამჯერად ეს 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.

ამ ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთრაუნდიანია - მატჩი 18 ან 19 აგვისტოს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics