|
2015-09-08 16:37:17, 5128 ნახვა
რეგიონი
ხუცუბანში 500 ოჯახს წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ სოფელ ქვედა სამებაში სასმელ-სამეურნეო წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიება ორ ეტაპად განხოციელდა. გასულ წელს წყლის სათავე ნაგებობა და ცენტრალური ქსელი მოეწყო, ხოლო ამ ეტაპისთვის სასმელ-სამეურნეო წყლის სისტემის შიდა დაქსელვა და გამრიცხველიანება მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ აწარმოებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 438 750 ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურული პროექტი შემოდგომაზე დასრულდება, რომლის შემდეგაც ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და 500 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)