12:39 - 13 Aug, 2020
2020-07-30 10:31:06, 6159 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენების წერილი პომპეოს - რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანა პროგრესისგან უკან იხევს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ექვსმა კონგრესმენმა, ჯოდი ერინგტონმა, მარკვეინ მულენმა, ბილ ფლორესმა, უილ ჰარდმა, ბრაიან ბაბინმა და რენდი უებერმა, საქართველოსთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

კონგრესმენები პომპეოს წერენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო შეშფოთებულები არიან. ამასთანავე, ისინი პომპეოს წერენ, რომ მას შემდეგ რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ქვეყანა პროგრესისგან უკან იხევს.

„გწერთ, რომ საქართველოში დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო კიდევ ერთხელ ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ.

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დიდი გზა გაიარა, რათა ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ყოველი ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე ჰქონოდა წვდომა, ამასთანავე, ჰქონოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესისგან უკან იხევდა“, - აღნიშნულია წერილში.

ამასთანავე, კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ გათვალისწინებული იქნება ის საკითხები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როდესაც შეხვდებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, გაითვალისწინებთ ჩვენს შეშფოთებას აღნიშნულ საკითხებზე:

  • საქართველოს ხელისუფლება მანიპულირდება ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის, მიერ. ის ცდილობს ქვეყნიდან გააძევოს ამერიკული ბიზნესები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ქართულ-ამერიკულ ეკონომიკაში თავისი წვლილი შეიტანონ. ეს ყველაფერი კი, რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების სასარგებლოდ ხორციელდება.
  • გვაშფოთებს ის აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის პორტთან და საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
  • პარლამენტს ჯერ არ მიუღია საარჩევნო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფს“, - ვკითხულობთ წერილში.



ავტორი: მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ნაცემი შაქარაშვილი მდინარეში გადააგდეს - პროკურატურის რეკონსტრუქცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics