06:03 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-26 12:53:42, 7454 ნახვა

სხვადასხვა
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთ მედიაში პატიმრის სუიციდთან დაკავშირებით გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია მთავარ არხზე მიმდინარე წლის 25 ივლისს გასულ სიუჟეტს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დ.ჭ.-ს სუიციდთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სიუჟეტი აგებული იყო ყალბ ინფორმაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. კერძოდ, სიუჟეტში ითქვა, თითქოს ბრალდებული მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა მას არ მიეწოდებოდა მისი საჭიროების შესაბამისი პრეპარატის დოზა, რამაც შესაძლოა მას სუიციდალური აზრები გაუმწვავა. ამასთან, სიუჟეტში გამოთქმული იყო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულის ადვოკატს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა.

პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულ დ.ჭ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია მორიგე ექიმის კონსულტაცია. ბრალდებულის მიერ ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მას შეეთავაზა ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში გადამისამართება, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა და შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი. არც თავისუფლების პირობებში იყო დ.ჭ. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული. შესაბამისად, არც თავისუფლების პირობებში და არც პენიტენციურ დაწესებულებაში მას მეტადონი არ მიეწოდებოდა. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ბრალდებულისთვის მიწოდებული დოზის ნაკლებობაზე მსჯელობა კი საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება N8 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ ადვოკატისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის მიუწოდებლობას, ადვოკატმა მოცემული მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს მიმართა მიმდინარე წლის 14 ივლისს (ბრალდებულის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ), რაზეც მას განემარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეში, კერძოდ კი გარდაცვლილი ბრალდებულის ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობის გარეშე, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა ვერ მოხდებოდა. მეორე დღესვე, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გარდაცვლილის ნათესავმა მთავარ ექიმს მიმართა სამედიცინო დოკუმენტაციის მოთხოვნით, რასაც თან დაურთო გარდაცვლილი პირის დედის მიერ გაცემული მინდობილობა, რის შემდეგაც მას იმავე დღეს გადაეცა სრული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია უნდა გაცემულიყო ადვოკატზე ოჯახის თანხმობის გარეშე არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია არ გაცემულა არის ყალბი.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics