|
2020-07-18 15:19:52, 3160 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას
ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგიუნდა იყოს და არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმის შესაძლო აღძვრასთან დაკავშრებით, ოპოზიციის განცხადებების შესახებ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა იყოს ყველას მიზანი, რადგან არჩევნებით შეაფასებენ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას. „არ ვიცი დეტალურად, რა გამოძიება იწყება, გავერკვევი. არჩევნებშ ვართ. რა თქმა უნდა ზოგი პოკლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფკება არავის შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე. არჩევნების ღირსეულად ჩატარება ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენგანის მიზანი, იმიტომ, რომ არჩევნებით შეაფასებენ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას. ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ როდესაც გვაქვს თითქმის ოპროპორციული საარჩევნიო სისტემა,საოპარლამენტო დემოკრატია. ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკტარიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება ჩვენი ერთობლივი მშრომის შედეგიუნდა იყოს და არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)