21:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 19:19:31, 562 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მსმენელთა მე-12 ჯგუფი სასწავლო ვიზიტით გერმანიას ეწვევა

მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების მე-12 ჯგუფის წევრების სასწავლო ვიზიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, ქ. ჰამბურგში.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია სამოსამართლო კანდიდატებისათვის ჰამბურგის მხარის სასამართლო სისტემის გაცნობა.

ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სამოსამართლო კანდიდატები გამართავენ შეხვედრებს როგორც ჰამბურგის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში, ასევე ესტუმრებიან პირველი ინსტანციის სასამართლოებს. დაგეგმილია სამოსამართლო კანდიდატების შეხვედრები პროკურატურასა დაადვოკატურაში, ისინი აგრეთვე მოინახულებენ წინა საპატიმრო დაწესებულებას.

სამოსამართლო კანდიდატები დაესწრებიან სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების განხილვებსდა მიეცემათ საქმის განმხილველ მოსამართლეებთან პროფესიული დისკუსიის საშუალება.

სამოსამართლო კანდიდატების სამუშაო ვიზიტი ქ. ჰამბურგში ხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაშიმათი სწავლის 5-თვიანი თეორიული სასწავლო კურსის ფარგლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics