2020-07-16 14:30:32, 3206 ნახვა
საზოგადოება
EMC რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ კრიზისს ეხმაურება
EMC ეხმაურება რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ კრიზისს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ გაატაროს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ.
EMC-ის განცხადებით, ჰაერის მტვრითა და სხვადასხვა საწარმოო ნარჩენით დაბინძურება რუსთავში წლებია მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობას აზიანებს. არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს აქტივისტური ჯგუფი.
როგორც EMC-ში აღნიშნავენ, შაბათს, 19:00-ზე, რუსთავის მერიასთან საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით გაიმართება აქციაც. ინიცირებულ კანონპროექტს რუსთავსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული პრაქტიკა და მდგომარეობის შეცვლა შეუძლია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან