16:31 - 27 Sep, 2020
2020-07-15 10:57:53, 10464 ნახვა

გური ამირხანაშვილზე ფსიქოლოგიური და სხვა სახის ზეწოლა განხორციელდა, რაც მობილურზეა გადაღებული - ექსკლუზივი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში გამომძიებლები ეძებენ ტელეფონს, სადაც საქმის ოქროს მოწმის გური ამირხანაშვილის ფიზიკური და სექსუალური ხასიათის შეურაცხოფაა ჩაწერილი.

როგორც "ექსპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ლესელიძე-სენაკი თბილისის ავტობანის, არაგვის ხიდის ტერიტორიიდან,  ხიდის მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდებს პირველად 00:37 საათზე „მერსედესში“ მყოფი პირები დაესხნენ თავს, „მერსედესის“ წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილზე 6 წუთში „ტოიოტა ქამრი“ მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი დაზარალებული ახალგაზრდები ხიდის მიმართულებით გაიქცნენ, „ტოიოტას“ მგზავრები კი მათ დაედევნენ. სწორედ ამ დევნის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალი გაქრა. 

ხიდზე ინდიციდენტის შემდეგ ტოიოტა ქამრის ავტომობილი ჯერ თბილისისკენ წავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა და დადგა იქ, საითკენაც ბიჭები გაიქცნენ. მანქანა გაჩერდა ფერად შენობასთან. სწორედ ფერადი შენობის გვერდით იმალებოდა გური ამიხრანაშვილი, რომელიც მდევრებმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა, ვახო ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, არჩილ გაგნიძემ დამალული იპოვეს. ავტომობილში ასევე იმყოფებოდა, ორი არასლურწლოვანი  17 წლის ა.ქ. და ზ.ხ. 
პოვნის შემდეგ, გური ამიხრანაშვილს, არჩილ გაგნიძე და ვასილ მხარაძე სხვების დახმარებით ძალის გამოყენებით სვამენ ავტომობილში და მოჰყავთ თბილისისკენ.

"ექსპრესნიუსის" იფნრომაციით, გზაში გური ამიხრანაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც "ტოიოტა ქამრში" მსხდომი პირები ახორციელებენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამ ზეწოლას მობილური ტელეფონით იღებს. თბილისთან შემოსასვლელში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ამირხანაშვილზე ხორციელდება, სექსუალური ხასიათის ზეწოლა, რომელიც ასევე ერთ-ერთი არასრულწლოვანის მიერ გადაღებულია იმავე ტელეფონზე. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მობილური ტელეფონი საქმეში არ არსებობს და ის გამქრალია. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, გამოძიება ეძებს ტელეფონს, და ცდილობს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებეულებები მიიღოს. 

ამ ზეწოლების შედეგად, გამოძიებასთან გური ამირხანაშვილი ცვლის ჩვენებებს, ამბობს, რომპირველი ჩვენების მიხედვით, ავტომობილში ამირხანაშვილის გარდა 6 ადამიანი იყო, რომლებმაც თბილისში ის, მისი ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს. 

"როდესაც ბუჩქებში ვიყავი ჩავარდნილი, მე მომიახლოვდა ნახსენები, მე-2 მანქანიდან გადმოსული და ჩვენსკენ გამოქცეული სამი ბიჭი, რომლებსაც მე ავუხსენი და ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი და მათ მხოლოდ ვაშველებდი კიბეებთან მომხდარი ჩხუბის დროს და მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში. მე მათ ვთხოვე, რომ არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით გაეჩერებინათ, რათა ჩამოვსულიყავი, რადგან მსურდა, რომ მომეძებნა ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ მკითხეს თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუკი გაიგებდნენ რეალურ მიზეზს ისინიც გაჩერდებოდნენ. აღნიშნულმა პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს თბილისში დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ."

გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება პირველად 2 დღეში შეცვალა. 21 ივნისის გამოკითხვის ოქმში ამირხანაშვილი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის შემდეგ, მას თბილისში წაყვანა შესთავაზეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ არავის უმოქმედია. 

გურამ ამირხანაშვილი 21.06.2020 ჩვენება.

"როდესაც ნარეკვავის დასახლებაში არაგვის ხიდთან მომხდარი კონფლიქტის შემდგომ, როდესაც ექვსმა პიროვნებამ მე მიპოვეს ბუჩქებში დამალული, შემომთავაზეს რომ ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავყოლოდი ქალაქ თბილისში. ვინაიდან ვიყავი დაბნეული და შეშინებული, მათ შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს და ჩავუჯექი მანქანაში უკანა სავარძელზე. არაგვის ხიდს როდესაც მივუახლოვდით თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, მე მათ ვთხოვე, რომ გაეჩერებინათ მანქანა და დავეტოვებინე ხიდთან რაზედაც უარი მითხრეს იმ მოტივით, რომ ღამე მარტო ვერ დამტოვებდნენ. ამიტომ მე აღნიშნული პიროვნებებისთვის კატეგორიულად არ მომითხოვია, რომ მანქანიდან ჩამოვესვი და დავეტოვებინე, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ მათ კატეგორიულად მოვთხოვდი მანქანის გაჩერებას, ისინი გააჩერებდნენ და დამტოვებდნენ. აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები მე არ დამმუქრებიან და იძულებით არ ჩავუსვივარ მანქანაში, ასევე გზაში არცერთ მათგანს ჩემთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია და არც დამმუქრებიან. მე მანქანაში მჯდომ პიროვნებებს მშვიდი ტონით ვთხოვე, რომ ა-მანქანა გაეჩერებინათ. აქვე დავამატებ, რომ როდესაც თავდაპირველად ჩამსვეს ა -მანქანაში მაშინვე მითხრეს, რომ დიდუბეში ჩამიყვანდნენ და იქ დამტოვებდნენ"
მესამე ჩვენებაში , რომელიც 23 ივნისით თარიღდება, გურამ ამირხანაშვილი, ისევ მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედებებზე საუბრობს, თუმცა გამოკითხვის ოქმში ჩანს, რომ მან პოლიციას არ მომხდარი დაპირისპირების შესახებ და არ მისთვის შესაძლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან იძულების გამო ატყობინებს." 
23:06:2020 (ჩვენება)
"მათ მკაცრი ტონით მითხრეს, რომ დავმჯდარიყავი მათ მანქანაში , ერთ-ერთმა მათგანმა გადამხვია ხელი და ჩამსვა მანქანაში, გვერდი-გვერდ კი ორ-ორი პიროვნება მომიჯდა, რათა არ გადავსულიყავი მანქანიდან. რის გამოც, მე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მათი მოთხოვნით შესაბამისად, ჩავუჯექი მანქანაში და იმ ადგილიდან გავყევი ზემოაღნიშნულ პირებს. მე აღნიშნული ფაქტის შესახებ იმიტომ არ განვაცხადე პოლიციაში, რომ ვიფიქრე, რომ ჩემი თბილისში წაყვანით, გაქცეულ პიროვნებებს საფრთხე ავარიდე და მათ აღარაფერი ემუქრებოდათ." 

საეჭვო გარემოებაა ის ფაქტიც, რომ ტერიტორია, სადაც საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, ხანძარი მეტალის დამუშავების შედეგად გაჩნდა.

უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის "მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა".

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ., ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს", - ამბობენ შსს-ში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატის დასახელება და სიის პრეზენტაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics