|
2020-07-14 10:49:49, 1167 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვაგრძელებთ პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობას
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს, როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალურ და, რაც მთავარია სექტორულ ნაწილში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების წახალისებას ითვალისწინებს და ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს. მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ. მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციის სექტორულ ნაწილში ასახულია ხელისუფლების წინადადებები. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომლის დახმარებით, მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა. ჩვენ მოვისმინეთ მათი პრეზენტაცია სექტორულ ნაწილში, კარგია, რომ ჩვენი ბევრი წინადადება არის ასახული და ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ხარისხის დოკუმენტი გვექნება", - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)