|
2020-07-10 12:43:26, 3003 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
სამგორის რაიონს მომავალ წელს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება - ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მიმდინარეობს. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობას ექნება კეთილმოწყობილი შიდა და გარე სივრცეები, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და სკოლამდელი აღზრდის ყველა სხვა სტანდარტი. 12-ჯგუფიანი ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 100-მდე ადამიანი. პროექტის დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესა და სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძეს გააცნო. „სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. ლილოს დასახლებაში ამჟამად, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. მომავალ წელს, ამ ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, კიდევ 400-მდე ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ჩვენი სერვისებით ისარგებლოს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ბაღის მშენებლობას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4 357 385 ლარია და მისი დასრულება 2021 წელს იგეგმება.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)