|
2020-07-09 18:03:49, 1489 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს გლდანის რაიონში ჯამში, 16 ფიტნეს ზონა მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონები ეწყობა. წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ ჯამში, ფიტნეს ზონები 16 მისამართზე განათავსა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 219 983 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები შვიდ მისამართზე განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი - ცხრა მისამართზე. სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა დატვირთვის 10 სავარჯიშო ტრენაჟორი შემდეგ მისამართებზე განთავსდა: მუხიანის 4ბ მიკრორაიონის N42 და N43 კორპუსებს შორის, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N5-6 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N 10-14 კორპუსებთან, გლდანის მეოთხე მიკროს N 105 კორპუსის მიმდებარედ სკვერთან, გლდანის პირველი მიკრორაიონის N1 და N2 კორპუსებს შორის, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ და გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N25-26 კორპუსებთან. გლდანის მესამე მიკრორაიონის N86 კორპუსის მიმდებარე სკვერთან და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N10-14 კორპუსებთან კი, ფიტნეს სივრცეში რამდენიმე დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა. ცხრა მისამართზე დასრულებული სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ჯეო პარკმა“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 125 840 ლარი დაიხარჯა.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)