|
2020-07-09 16:16:11, 9777 ნახვა
სხვადასხვა
მაია ბითაძე: გენერალური გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შედეგად, მესაკუთრეებს გარკვეულ არეალებში შეზღუდვები მოეხსნებათ
გენერალური გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შედეგად, მესაკუთრეებს გარკვეულ არეალებში შეზღუდვები მოეხსნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და დედაქალაქის გარკვეულ არეალებში შეზღუდვების მოხსნის გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა. მერის მოადგილის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული კვლევების დასრულების შედეგად, იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ტერიტორიებით სარგებლობის უფლება ჰქონდათ შეზღუდული, წელიწადნახევრის შემდეგ, აღნიშნული შეზღუდვები მოეხსნებათ. მისივე განმარტებით, არსებული შეზღუდვები გამოწვეული იყო ახალი გენგეგმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებით, რომელიც დედაქალაქში, 11 არეალზე დამატებითი კვლევების ჩატარებას ითვალისწინებდა. „ძველი გენერალური გეგმის დაბრუნება არანაირად არ ხდება. აქ საუბარია იმაზე, რომ გენგეგმის მიღების შემდეგ, თბილისში, 11 არეალზე დამატებითი კვლევების ჩატარების შესახებ რამდენიმე ვალდებულება წარმოიშვა. ამ კვლევებზე წელიწადნახევრის განმავლობაში, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. შესწავლილ იქნა 11 არეალი, მათ შორის, ლისის ტბის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები, დიდი დიღმის გარკვეული ნაწილი, ორთაჭალის ბაღებად წოდებული ტერიტორია და სხვა. კვლევების დასრულების შედეგად, გამოვლინდა ზუსტი სატრანსპორტო სქემები, სანიტარიული დაცვის არეალები. ამის შემდეგ კი ის შეზღუდვები მოიხსნა, რაც კვლევების დასრულებამდე მოქმედებდა. გენერალური გეგმის დავალება 11 არეალზე კვლევის ჩატარების შესახებ, შესრულდა. მერიამ მოკლე დროში ამ მნიშვნელოვან დავალებას წარმატებით გაართვა თავი. ზუსტად განისაზღვრა სატრანსპორტო სქემები, სანიტარიული ზონები, გეოლოგიურად საშიში უბნები და იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ტერიტორიებით სარგებლობის უფლება შეზღუდული ჰქონდათ, აღნიშნული შეზღუდვები მოეხსნებათ. შესწავლილ არეალებზე ცვლილებებს თბილისის საკრებულო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, სანიტარიული დაცვის ზონების, საგზაო ინფრასტრუქტურის, გეგმარებისა და გეოლოგიურად საშიში უბნების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეები აღნიშნული 11 არეალის მიზნობრივ გამოყენებას შეძლებენ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)