|
2015-09-02 14:21:00, 551 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში სამხატვრო კონკურსი მოეწყო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის სამხატვრო კონკურსი მოეწყო. კონკურსი საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარე შემეცნებითი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა, მათთვის საინტერესო მიმართულებებით განვითარება წარმოადგენს. კონკურსი ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის 10-13 და 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის დავალებად მიცემულ თემაზე ნამუშევრის შექმნას მოიცავდა. კონკურსში მონაწილე 35 ახალგაზრდას ჟიურიმ სამუშაო თემად „მომავლის ბიბლიოთეკა“ მისცა. ნამუშევრების შეფასებისას კი მრავალ განმსაზღვრელ ფაქტორს კი ნამუშევრის შინაარსი და არა მისი ტექნიკური შესრულება წარმოადგენდა. რამდენიმე საათის განმავლობაში თითოეულმა მონაწილემ ნახატში გადმოსცა, თუ როგორ წამოუდგენით მომავლის ბიბლიოთეკა. კონკურსის დასასრულს კი თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერვისების განვითარების სააგენტოსგან ფოტოაპარატი, ტექნიკისა და საკანცელარიო მაღაზიების ვაუჩერი გადაეცათ, დანარჩენებს კი სერვისების განვითარების სააგენტოსგან სახელობითი საჩუქრები ერგოთ. კონკურსი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების შემეცნებით პროექტებში ჩართვის მიზნით საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში პერმანენტულად მიმდინარეობს სხავდასხვა ღონისძიებები. ამავე პროექტის ფარგლებში 2-3 სექტემბერს სოფელ ხიდისთავში ლიტერატურული კონკურსი გაიმართება.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)